საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ტურიზმის წილმა საქართველოს ეკონომიკაში 7.3% შეადგინა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში 3.5 მილიარდი ლარია. 2014 წელს ტურიზმის წილი 7% იყო. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ტურიზმის სფეროების მიერ პროდუქციის გამოშვება 14%-ით გაიზარდა.
სფეროები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავალს იღებენ ცხრილ 1-შია მოცემული. ყველაზე მეტ თანხას ტურისტები კვებაში ხარჯავენ, რამაც 2015 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა. მილაირდი ლარი დაიხარჯა სატრანსპორტო მომსახურებაში. ტურისტული აგენტების, ბიუროების და გიდების შემოსავალმა კი 931 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილი: პროდუქციის გამოშვება ტურიზმში შემავალ სფეროებში