საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 403.3 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 3.7%-ით მეტია 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე.

2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (97 მლნ დოლარი), თურქეთი (82 მლნ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (80 მლნ დოლარი).
რაც შეეხება საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ კომპანიებს, – 2017 წლის I კვარტალში საქართველოს 10 უმსხვილეს კომპანიას შორის შედიოდა:

  • შპს ჯეოსელი 
  • შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი 
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 
  • შპს ტავ ურბან საქართველო
  • BP Group
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს მაინინგ ინვესთმენთს
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში
  • შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)
  • შპს ოლდ სითი დიველოპმენტ

სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაცია კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.