საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს 90 მილიონ ლარამდე დამატება დაჭირდება

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს 90 მილიონ ლარამდე დამატება დაჭირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიმდინარე წლის პირველი 9 თვის გეგმა 49 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ჯანდაცვის ხარჯების თავდაპირველი გეგმა კიდევ 13 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 9 თვის გეგმა 74 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის გეგმა 67.3 მილიონი ლარით გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის წლიური ბიუჯეტი 470 მილიონი ლარია. აქედან, პირველ სამ კვარტალში გამოიყო 420 მილიონი ლარი, მე-4 კვარტალში დასახარჯი რჩება მხოლოდ 50 მილიონი ლარი, როცა საშუალო კვარტალური ხარჯი 140 მილიონი ლარია. შესაბამისად, მე-4 კვარტალში აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 90 მილიონი ლარით იქნება გასაზრდელი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები:

ბიუჯეტის მუხლები

გეგმა 1

გეგმა 2

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

2078.4

2127.5

49.1

პროგრამების მართვა

39.4

36.4

-3

პენსია და სოციალური დახმარება

1523.5

1503.1

-20.4

პენსია

1039.5

1032

-7.5

სოციალური დახმარება

469.2

457.2

-12

ჯანდაცვა

491.6

565.5

73.9

საყოველთაო ჯანდაცვა

352.2

419.5

67.3

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

39.3

42

2.7

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

99.3

103.4

4.1

სამედიცინო დაწესებულებათა  რეაბილიტაცია  და  აღჭურვა

21.3

21.3

0

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

2.6

1.2

-1.4