საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 13%-ით (42 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 23%-ით (176 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2021 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 374 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 926 მლნ დოლარი შეადგინა.
სექტემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -552 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 133 მლნ დოლარით მეტია.
ცხრა თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 22%-ით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ითაა გაზრდილი. ცხრა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -4 014 მლნ დოლარია, გასული წლის ცხრა თვეში -3 314 მლნ დოლარი იყო. დეფიციტი 700 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.