აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კარბამიდის ქარხნის დირექტორის განცხადებით, საქართველოში ქარხნის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
“ჩვენ კვლავ ვართ პროექტით დაინტერესებულები და საკითხს განვიხილავთ”, – ამბობენ SOCAR-ში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული SOCAR საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობის დაწყებას ჯერ კიდევ 2012 წელს აანონსებდა. ქარხანას წელიწადში 700 000 ტონა კარბამიდის წარმოება უნდა ეზრუნველყო.
ქართული მხარე კი უახლოეს წლებში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას აღარ განიხილავს, – ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნულს ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდით ხსნიდა და აღნიშნავდა, რომ პროექტის განხილვა შესაძლოა 2019-2020 წლებში განახლდეს, მას შემდეგ, რაც შაჰ-დენიზის მეორე ფაზა ამოქმედდება.