Tesla ამერიკის ბაზრისთვის პიკაპის გამოშვებას გეგმავს. აშშ-ში პიკაპები განსაკუთრებით უყვართ, წლებია შტატებში განსაკუთრებული პოპულარობით Ford F-150, Dodge Ram და Chevrolet Silverado სარგებლობენ. დიდი პიკაპების კონკურენტულ ბაზარზე Tesla 2018-ში გამოჩნდება. კონკურენტებთან ბრძოლა რთული იქნება, ამბობენ ექსპერტები, თუმცა შანსები ნამდვილად არის. Model 3-ზე მიღებული შეკვეთების დიდი რაოდენობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი მოთხოვნა Tesla-ს პიკაპზეც თავისუფლად შესაძლებელია გაჩნდეს.
შტატებში პიკაპის მოყვარულები არა მხოლოდ ფერმერები არიან. დიდ ძრავიან ავტომობილებს აქტიურად იყენებენ ექიმები, ადვოკატები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Tesla-ს პიკაპი ე.წ. 3rd Generation Platform-ზე შეიქმნება, რომელზეც Model 3-იც იწარმოება.