თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაციამ 61.6 პროცენტს მიაღწია

თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაციამ 61.6 პროცენტს მიაღწია

2015 წლის თებერვალში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 607.5 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან ლარში განხორციელებული დეპოზიტები 128 მილიონით ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 479 მილიონი ლარით. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.7% პუნქტით გაიზარდა და 61.6%-ს მიაღწია.

აღნიშნული მაჩვენებლით დოლარიზაციის დონე 2012 წლის ოქტომბრის მონაცემს დაუბრუნდა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 8.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

აღსანიშნავია, რომ დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, ხოლო ლარში დეპოზიტებზე გაიზარდა. დოლარის დეპოზიტების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარის დეპოზიტების 7.4%.