საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 60%-ით (161 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 53%-ით (344 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2022 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 429 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 993 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 564 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 183 მლნ დოლარით მეტია.
ორი თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 55%-ით, ხოლო იმპორტი 47%-ით გაიზარდა. ორი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მილიარდი დოლარია.
თებერვლის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მარტს გამოქვეყნდება.