სს თელასის მოგება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. 2016 წელი კომპანიამ 38,8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6,5 მლნ ლარი იყო, 2014 წელს 27 მილიონი. 2013 წელი კომპანიამ 37,8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2012 წელი კი 24 მილიონი ლარის მოგებით.
2016 წელს კომპანიის ამონაგები გაიზარდა და 395 მლნ ლარს გადააჭარბა (+26%), 2015 წელს ეს მაჩვენებელი 313 მილიონზე მეტი იყო.
შეგახსენებთ, რომ “ინტერ რაოს“ სტრუქტურები Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ. Интер РАО-მ ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით საქართველოს ხელისუფლებასთან საინვესტივიო დავა დაიწყო.
კომპანიის ვალდებულება კრედიტორული დავალიანების მიხედვით გასულ წელს შემცირდა შემდეგი ძირითადი ფაქტორების შედეგად: 1. Silk Road Holdings B.V. კრედიტორული დავალიანების ზრდა 1 679 000 ლარის ოდენობით, ძირითადად, ლარის აშშ დოლარის მიმართ გაცვლის კურსის ცვლილების შედეგად; 2. შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ ვადაგასული კრედიტორული დავალიანების დაფარვა 9 842 000 ლარის ოდენობით; 3. ელექტროენერგიის შესყიდვის, გადაცემის და დისპეტჩერიზაციის პირობითი დარიცხვის ზრდა 2 501 ათასი ლარის ოდენობით.
2015 წელს კომპანიის კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები კი გაიზარდა, რის ერთ-ერთ მიზეზად Silk Road Holdings B.V. კრედიტორული დავალიანების ზრდა სახელდება 3 374 000 ლარის ოდენობით, ძირითადად, ლარის აშშ დოლარის მიმართ გაცვლის კურსის ცვლილების შედეგად.