წლის ყველაზე წარუმატებელი ბანკები მსოფლიოში

წლის ყველაზე წარუმატებელი ბანკები მსოფლიოში

The Banker 2017 წლის 1000 საუკეთესო ბანკს ასახელებს. წლევანდელ რეიტინგში BREXIT-ის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს ბანკები ჩამოქვეითდნენ. ასე მაგალითად, The Royal Bank of Scotland სიაში მე-19 ადგილიდან 30-ზე აღმოჩნდა, Lloyds  კი 24-დან 35-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. 

HSBC-მა სიაში მეცხრე ადგილი დაიკავა, – მიუხედავად ამისა, ბანკის მოგება 62%-ით შემცირდა და ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. 2008 წელს HSBC მსოფლიოს 1000 საუკეთესო ბანკს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ამავე წელს, ბრიტანული ბანკების საერთო მოგება მსოფლიო ბანკების მოგების 10%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ამჯერად 1.8%-მდე შემცირდა. შედარებისთვის: ფრანგული ბანკების მოგებამ 2017 წელს 39,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბრიტანულ ბანკებზე თითქმის ორჯერ მეტია.

თუმცა, 2017 წელი წარუმატებელი მხოლოდ ბრიტანული ბანკებისთვის არ ყოფილა, – მთავარი წაგებული იტალიაა. იტალიურმა UniCredit-მა რეიტინგში 45-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად მე-16 ადგილისა. ჯამში ბანკმა 10,9 მილიარდი დოლარი დაკარგა.

2017 წლის საუკეთესო ბანკებს შორის კვლავ დომინირებენ ჩინური ბანკები, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის ხუთ საუკეთესო ბანკს მოგება შეუმცირდა.

წლის ყველაზე წარუმატებელი ბანკები:

  • იტალიური UniCredit –  დანაკარგი $10,9 მილიარდი
  • ესპანური Banco Popular – დანაკარგი $5,1 მილიარდი
  • ბრიტანული RBS – დანაკარგი $5 მილიარდი
  • იტალიური Banca Monte dei Paschi di siene – დანაკარგი $3,4 მილიარდი
  • საბერძნეთის ნაციონალური ბანკი – დანაკარგი $2,9 მილიარდი

რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია ჩინური ICBC იკავებს. ჯამში ჩინური ბანკების მოგება თითქმის 5%-ით შემცირდა.  რუსულმა Sberbank  რეიტინგში მე-15 ადგილი დაიკავა.