წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7.1%-ით გაძვირდა. ბოლო 12 თვის ინფლაციის ზრდა ე.წ. საბაზისო ეფექტმა განაპირობა, 2016 წლის ივნისში 0.9%-იანი დეფლაცია იყო.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (18.2%-ით) გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 15.3%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 9.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.4%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 27.5%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია