2017 წელს საქართველოს ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა

2017 წელს საქართველოს ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 29%-ით (615 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 9.4%-ით (685 მლნ დოლარით) გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვამ 10.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2017 წელს 2.7 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2016 წელს 2.1 მილიარდი დოლარის. 2014 წლიდან საქართველოს ექსპორტმა შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 2017 პირველი წელია, როდესაც ექსპორტი გაიზრდა. თუმცა, 2017 წლის ექსპორტი ჯერ კიდევ 6.3%-ით ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს იმპორტმა 9.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2017 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 70 მლნ დოლარით მეტია.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში ექსპორტი 50%-ით (96 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 13.5%-ით (100 მლნ დოლარით) გაიზარდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 22 იანვარს გამოქვეყნდება.

გრაფიკი: საქართველოს ექსპორტი, მლნ დოლარი