მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 55 მლნ ლარით გაიზარდა და 14.6 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალის ზრდა საგარეო ვალის მატებამ განაპირობა. აპრილში დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 36 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა. აპრილში საშინაო სახელმწიფო ვალი 15 მლნ ლარით შემცირდა.
30 აპრილის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 11 272 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 277 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.