Amazon-ი Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის

Amazon-ი Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო წლიდან Amazon-ი აშშ-ში Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის. მომხმარებელს Amazon.com-ზე ავტომობილის შერჩევა, სპეციფიკაციების შეცვლა და ყიდვა შეეძლება. მიწოდების დაგეგმვა კი Hyundai-ის ადგილობრივი დილერის დახმარებით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა საკუთარი ციფრული შოურუმის გასაფართოებლად Amazon-თან შეთანხმებას ორი წლის წინ მიაღწია. აღნიშნული სიახლე კი სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.

პირველად ციფრული შოურუმი Hyundai-მ Amazon-ზე 2018 წელს განათავსა. ახალი შეთანხმებით კი მომხმარებლები 2025 წლიდან Hyundai-ის ავტომობილებში Amazon-ის „ალექსას“ ხმოვანი ასისტენტით სარგებლობასაც შეძლებენ.