ფოტო: ASSOCIATED PRESS
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგენისას განაცხადა, რომ ამ დრომდე ირანში ომი აშშ-ს $25 მილიარდი დაუჯდა. აღნიშნული ციფრი კონფლიქტის მიმდინარეობის ბოლო ოფიციალური მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. დემოკრატი პოლიტიკოსები კი ირანში აშშ-ის ომს ხელმისაწვდომობის საკითხს აქტიურად უკავშირებენ, რამაც შესაძლოა კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობის შენარჩუნების საკითხს დიდი პრობლემა შეუქმნას.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის სხდომაზე მოხსენება პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ჯულს ჰარსტმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ამუნიციისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული ბიუჯეტი მოიცავდა თუ არა ახლო აღმოსავლეთში დაზიანებული ამერიკული ბაზების ინფრასტრუქტურის აღდგენით ხარჯებს.
კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ადამ სმიტმა პენტაგონის წარმომადგენელს უპასუხა: „მიხარია, რომ ამ კითხვას უპასუხეთ. იმიტომ, რომ ამ კითხვას უკვე დიდი ხანია, ვსვამთ და კონკრეტულ რიცხვს არავინ გვეუბნებოდა”.
საზოგადოების ნაწილს კითხვები ამ რიცხვთანაც აქვს. გასულ თვეს, ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის ომის პირველი ექვსი დღის ხარჯები $11.3 მილიარდად შეაფასა. მას შემდეგ კი თითქმის ორი თვე გავიდა.
შედარებისთვის, NASA-ს ამ წლის ბიუჯეტი $25 მილიარდს შეადგენს.















