10 ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ბიზნესები ამჟამად დგანან

10 ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ბიზნესები ამჟამად დგანან

ფოტო: Getty Images/Wavebreak Media

 

კომპანიები ყველა მხრიდან ზეწოლას განიცდიან. მომხმარებლის მოლოდინი იცვლება, კონკურენცია მძაფრდება და ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, აიძულებს კომპანიებს, გადახედონ თავიანთი ბიზნესის ფუნქციონირების წესებს. ლიდერები ამჟამად, საშუალოდ, ერთდროულად სამზე მეტ მთავარ სტრატეგიულ გამოწვევას აწყდებიან.

სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დიდ გამოწვევას, რომელთა წინაშეც თანამედროვე ბიზნესები დგანან. ჩამონათვალი Leadership Contract Inc.-მა Visual Capitalist-თან თანამშრომლობით შეადგინა.

აშშ-ში მომუშავე 556 უფროსი აღმასრულებელი დირექტორისა და მაღალი რგოლის მენეჯერის გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა მოლოდინის შეცვლა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ელიან: უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას, უფრო სწრაფ მომსახურებას და 24-საათიან ხელმისაწვდომობას.

მომხმარებელთა მოლოდინის შეცვლის გარდა, ბევრი კომპანია იძულებულია გადახედოს თავისი ოპერირების წესებსა და სტანდარტებს. მეორე უდიდეს გამოწვევად ბიზნესმოდელის გარდაქმნა დასახელდა, რასაც ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია განაპირობებს.

საინტერესოა, რომ თავად აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე პირების შეცვლის გამოწვევა გამოკითხულთა მიერ მესამე ყველაზე დიდი პრობლემად განისაზღვრა. თაობების ცვლისა და უფროსი აღმასრულებლების მიერ პენსიაზე გასვლისთვის მზადების პარალელურად, ლიდერები და, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორები, სულ უფრო მეტ კომპანიაში იცვლებიან. ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში სტრატეგიული სიცხადის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ეს დასკვნები მთლიანობაში აჩვენებს, რომ დღევანდელი ბიზნესგამოწვევები სულ უფრო მეტად არის ერთმანეთთან კავშირში. ლიდერები ერთდროულად არა ერთ, არამედ რამდენიმე გამოწვევას უმკლავდებიან. ისინი ცდილობენ შეფერხებების, კონკურენციის, სამუშაო ძალის ცვალებადობისა და ლიდერობის ტრანზიციის პერიოდების მართვას.

ძლიერი ლიდერული კულტურის ჩამოყალიბება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების გადასაჭრელად, თუმცა ლიდერების 34% ამბობს, რომ ისინი გადატვირთულები არიან და ვერ ახერხებენ ცვლილებების წარმართვას. ზეწოლასა და მზადყოფნას შორის არსებული ეს უფსკრული ბიზნესრისკად იქცევა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც უფრო ძლიერი ლიდერული ანგარიშვალდებულება აქვთ, უფრო წარმატებულები არიან სტრატეგიული ცვლილებების ნავიგაციასა და დასახული გეგმების მიღწევაში.

გთავაზობთ გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევების სრულ ჩამონათვალს:

სტრატეგიული გამოწვევარესპონდენტების %
მომხმარებელთა მოლოდინის ცვლილება33%
ორგანიზაციის ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია32%
CEO-ების ცვლილებასთან გამკლავება31%
ბაზრის ახალწვეულებთან კონკურენცია29%
მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა28%
დაჩქარებული ზრდის ხელშეწყობა25%
საერთაშორისო გაფართოება22%
ტალანტების მოზიდვა, შენარჩუნება და განვითარება21%
ბაზრის/ინდუსტრიის შეფერხებები19%
კომპანიების შერწყმის შემდგომი ინტეგრაცია18%

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.