[QUOTE]
ამ სიტყვების ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც წარსულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა კი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს მყარად ინარჩუნებს. გარდა ამისა, Forbes-ის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილი $4.6-მილიარდიანი კაპიტალით, 2018 წლის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში იმყოფება. უკანასკნელ წლებში მისი სახელი საერთაშორისო მედიისთვის საყურადღებო არაერთხელ გამხდარა, მათ შორის ცნობილი “Panama Papers”- ის სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების კუთხითაც. უკანასკნელ და ყველაზე ცნობილ შემთხვევას კი “Credit Suisse”-ის წინააღმდეგ წარმოებული საქმე წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბანკის მენეჯერს 100 მილიონის მითვისებას ედავებოდა, რაც საბოლოოდ სასამართლომაც დაადასტურა და ბრალდებულ ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბიზნესმენი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია.
ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ღირებულება წლების მიხედვით:
2009 წ – $3.2 მილიარდი
2010 წ – $4.8 მილიარდი
2011 წ – $5.5 მილიარდი
2012 წ – $6.4 მილიარდი
2013 წ – $5.3 მილიარდი
2014 წ – $5.2 მილიარდი
2015 წ – $5.2 მილიარდი
2016 წ – $4.8 მილიარდი
2017 წ – $4.5 მილიარდი
2018 წ – $4.6 მილიარდი