საქართველოს ბანკი ბიზნეს პროექტის – “ბიზნეს კაფეს” პარტნიორი გახდა.
საქართველოს ბანკი, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და “ბიზნეს კაფეს” პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და კლიენტები, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას.