საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6.4%-ით მეტია ამავე კვარტლის გეგმიურ მაჩვენებელზე. სახელმწიფო ბიუჯეტმა დაგეგმილზე 144 მლნ ლარით მეტი მიიღო. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საგადასახადო შემოსავლები 4.7%-ით, 106 მლნ ლარით არის გაზრდილი.
საგადახადო შემოსავლების გეგმაზე მეტის მობილიზება დამატებული ღირებულების, საშემოსავლოს და სხვა გადასახადების გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა.
იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 2 962 მლნ ლარია, რაც 10%-ით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე.
პირველ კვარტალში ბიუჯეტის გადასახდელებმა (ხარჯებმა) 2 622 მლნ ლარი შეადგინა, რაც გადასახდელების კვარტალური გეგმის 94%-ით შესრულებას ნიშნავს.
რადგან შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო გადასახდელების გეგმა არ შესრულდა, შედეგად, იანვარ-მარტში ბიუჯეტის ნაშთი 339 მლნ ლარით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის ნაშთის 51 მლნ ლარით კლება იყო გათვალისწინებული.
ცხრილი: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მილიონ ლარებში | I კვარტალი გეგმა | I კვარტალი ფაქტი | შესრულება |
საგადასახადები შემოსავლები სულ | 2236 | 2380 | 106.4% |
დამატებული ღირებულების გადასახადი | 1004 | 1065 | 106.1% |
საშემოსავლო გადასახადი | 695 | 717 | 103.2% |
მოგების გადასახადი | 235 | 236 | 100.4% |
აქციზი | 329 | 305 | 92.7% |
იმპორტის გადასახადი | 15 | 19 | 126.7% |
სხვა გადასახადები | -41 | 39 | 95.1% |