მაისში საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის მაისში, 2016 წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა. პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალომ 4.5%.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკა ჯამში 2.7%-ით გაიზარდა. 2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა .5%-ით გაიზრდება.