ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight–ი 24 მაისს მესამედ ჩატარდება

ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight–ი 24 მაისს მესამედ ჩატარდება

ქართული მარკეტინგული ღონისძიება “Spotlight”-ი, Marketer.ge-ს ინიციატივით, წელს უკვე მესამედ ტარდება. Spotlight–ი მიზნად ისახავს საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებას.

ღონისძიებას განსაკუთრებული ფორმატი გააჩნია, “Spotlight”-ი აუდიტორიას სთავაზობს 14 სპიკერის გამოსვლას,  მკაცრად განსაზღვრული 13 წუთიანი პრეზენტაციებით. შესაბამისად, ეს არ არის მოსაწყენი ლექცია ან სემინარი, არამედ  ეს არის პრაქტიკიდან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ანუ რელაური ისტორიები პირველი წყაროდან.

“Spotlight”-ი პირველად 2013 წელს ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იყო გარკვეული ექსპერიმენტი, რადგან იმ დროისთვის უცნობი იყო თუ როგორ მიიღებდა მსგავსი ტიპის ღონისძიებას აუდიტორია.

აღსანიშვანია, რომ წელს ღონისძებას 400 დელეგატი დაესწრება, ხოლო წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ყველა ბილეთი გაიყიდება, ვებგვერდზე www.biletebi.ge. გაყიდვები დაიწყება აპრილის ბოლოდან. ინფორმაცია კი Spotlight-ის Facebook–გვერდზე დაიდება.

უკვე ცნობილია Spotlight 2015-ის სპიკერების შემადგენლობა: დავით გოგიჩაიშვილი (Night Show Studio), ოთო ბერიშვილი (Adjara Group), გიორგი გარსევანიშვილი (Myvideo.ge), დავით ჯიბლაძე (TBC TV), თაკო როდონაია (Geocell), სულხან ლაცაბიძე (Caucasus Online), ნათია ხვედელიძე (Silknet), ალექს ჩიქოვანი (Live Branding), ეკა ყიფიანი (JWT Metro), ტარიელ ზივზივაძე (Marnet), მზია შარაშიძე (Tbilisi Zoo), ირინე პეტრიაშვილი (Radisson BLU), სოფო ჩოგოვაძე (Dunkin’ Donuts & Wendy) და ლევან მდინარაძე (Rembow).

ღონისძიების პლატინის სპონსორია – “პაშა ბანკი”, გენერალური სპონსორი – “ბორჯომი”, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT).

ოფიციალური პარტნიორები: Rembow, Dell, OTO|DEV, LIG Studio, Memogram, Smart Photos, Mymaika.ge.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია.

მედია მხარდამჭერები: Maestro, TV11, ბიზნეს კონტაქტი, საქმიანი დილა, PalitraTV, რადიო იმედი, Bpn.ge, ipn.ge, ტაბულა, Forbes, Feme.ge, Myvideo.ge, ჟურნალი ფოკუსი, news.ge, ibusiness, ipress, Caucasian Business Week, Buzz Media, ჟურნალი OK, Marketer.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Spotlight-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.spotlight.ge ან Facebook-გვერდს: www.facebook.com/spotlightge