უკანასკნელ თვეებში კრიპტოვალუტების მიმართ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი. საინვესტიციო კომპანიები აქტიურად სთავაზობენ თავიანთ კლიენტებსა და აქციონერებს ინვესტირებას ციფრულ ვალუტებში. თუმცა, დღეს ცოტა ინვესტორი თუ აცნობიერებს, რომ ინვესტირება შესაძლებელია იმ საჯაროდ დალისტულ კომპანიებშიც, რომლებიც ციფრულ ვალუტასთან არიან მჭიდროდ დაკავშირებულები – ბიტკოინის მაინერი ფირმები, საბროკერო ფირმები, ელექტრონული საფულის სერვისები და ა.შ.
ქოინბეისის (Coinbase) საჯაროდ ვაჭრობისა და მის მიერ დამყარებული უახლესი რეკორდების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფირმების მიმართ მკვეთრად მოიმატოს ინტერესმა.
სწორედ ამ თემებზე იმსჯელებს Forbes-ი ექსპერტებთან ერთად. პანელურ დისკუსიაზე ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას შემდეგი სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან: Grayscale Investments, Marathon Patent Group, Voyager.
სესიაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორი შედეგები ჰქონდა აღნიშნული კომპანიების აქციებსა და ETP-ებს, ბაზარზე აქციების ფასების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით;
- როგორია კორელაცია საფინანსო ინსტრუმენტებსა და მასთან დაკავშირებულ კრიპტო-აქტივებს შორის;
- როგორ ახერხებენ იმ რისკების მინიმალიზებას, რომელიც კრიპტობაზრებზე არსებულ მაღალ ვოლატილობას უკავშირდება;
- რომელი გზებითა და მეთოდებით არის შესაძლებელი კრიპტოპროდუქტების ან კომპანიების შეფასება და გაანალიზება, ინვესტორის პერსპექტივიდან;
- პროგნოზები 2021 წლისა და შემდგომი პერიოდისთვის, როგორც კრიპტოვალუტებისთვის ისე წარმოდგენილი კომპანიებისთვის.
პანელზე წარმოდგენილები იქნებიან:
სტივენ ერლიქი – Forbes: სტივენი Forbes-ის ციფრული აქტივების კვლევის დირექტორია, ამასთან, ის არის გამოცემის რედაქტორი კრიპტოაქტივების მიმათულებით და მრჩეველი ბლოკჩეინის კატეგორიაში. Forbes-ამდე იგი მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში Kraken, რომელიც კრიპტოვალუტების გაცვლის სერვისებს ავითარებს. იგი იყო ასევე ოპერაციული დირექტორი (COO) არაკომერციულ ორგანიზაციაში Wall Street Blockchain Alliance და მუშაობდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გლობალურ ბაზრებზე დანერგვის მიმართულებით.
რეიჰან შარიფ-ასკაი – Grayscale Investments: რეიჰანი ბიზნესის განვითარებასა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობს Grayscale Investments-ში. ის კომპანიის გუნდს 2018 წელს შეუერთდა – მისი დახმარებით მოხერხდა მილიარდობით დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალის მობილიზება. ამასთან, კომპანიაში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული აქტივების მართვა და ინვესტორთათვის შეთავაზებაც სწორედ მას უკავშირდება.
სტეფან ერლიქი – Voyager Digital: სტეფანი Voyager Digital-ის აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე იგი ფინტექ კომპანია Tradier-ის CEO გახლდათ. გარდა ამისა, ერლიქი იყო ამერიკული საბროკერო კომპანიის Lightspeed Financial-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის თითქმის 20 წელიწადია ამ სფეროში მუშაობს.
მერიკ ოკამოტო – Marathon Digital Holdings Inc.: ოკამოტო Embark Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე იყო Marathon Digital Holdings Inc.-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დიექტორი. ის დღემდე იკავებს მის მიერვე 2002 წელს დაფუძნებული კომპანია Viking Asset Management-ის პრეზიდენტის პოზიციას.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაარეგისტრიროთ შეკითხვა. პანელური დისკუსია ონლაინ, Zoom-ის საშუალებით გაიმართება, ინგლისურ ენაზე.