საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საქონლის იმპორტი 9.5%-ით (59.4 მლნ დოლარით) გაიზრდა, ხოლო ექსპორტი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. მიმდინარე წლის აგვისტოს ექსპორტს 2014 წლის აგვისტოს მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 23%-ით (57.3 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013 და 2012 წლების მაჩვენებელსაც.
2016 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 190.3 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 683.4 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 493.4 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის ივლისის უარყოფით ბალანსზე 60 მლნ დოლარით მეტია.
იანვარ-აგვისტოს ჯამურ მაჩვენბელს რაც შეეხება, ექსპორტი 10%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 23%-ით არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.