2018 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 124 მლნ ლარით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 106 მლნ დოლარით გაიზარდა. შედაგად, აგვისტოს ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.9% შეადგინა. ივლისის ბოლოს დოლარიზაცია 60.8%, ხოლო ერთი წლის წინ 66.2% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
2017 წლის 1 სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის პირველ სექტემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.1 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 429 მლნ დოლარით.
2018 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინ 2.6% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ია, ერთი წლის წინაც 7.7% იყო.