საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა. ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლისთვის საქართველოს მთავრობა 2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2016 წლისთვის 3%-იანს.