შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 27.2%-ით გაიზარდა. 2016 წლის აგვისტოში 450 647 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის აგვისტოში 573 368. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აგვისტოში 27.4%-ით გაიზარდა და საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთ თვეში მილიონზე მეტი (1 080 449) შეადგინა.
იანვარ-აგვისტოში 29.4%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 2 402 699. ვიზიტორების რაოდენობა კი 18.9%-ით გაიზარდა და ჯამში 5 059 106 ვიზიტორი შემოვიდა.
აგვისტოში ყველაზე მეტი (249 720) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 229 261 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია 220 314 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 140 676 ვიზიტორით.
ცხრილი: 20 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2017 აგვისტო | 2016 აგვისტო | ცვლილება% |
სომხეთი | 249,720 | 223,650 | 12% |
რუსეთი | 229,261 | 179,364 | 28% |
აზერბაიჯანი | 220,314 | 185,880 | 19% |
თურქეთი | 140,676 | 98,921 | 42% |
ირანი | 55,205 | 29,832 | 85% |
უკრაინა | 25,050 | 24,076 | 4% |
საუდის არაბეთი | 21,607 | 7,838 | 176% |
ისრაელი | 18,086 | 13,997 | 29% |
ყაზახეთი | 10,126 | 9,144 | 11% |
ბელარუსი | 9,907 | 7,663 | 29% |
პოლონეთი | 8,731 | 7,225 | 21% |
გერმანია | 7,913 | 5,979 | 32% |
აშშ | 4,993 | 4,195 | 19% |
ინდოეთი | 4,935 | 2,638 | 87% |
იორდანია | 4,116 | 700 | 488% |
საბერძნეთი | 4,050 | 3,753 | 8% |
ქუვეითი | 3,897 | 1,455 | 168% |
საფრანგეთი | 3,266 | 2,344 | 39% |
ლიბანი | 3,237 | 365 | 787% |
გაერთიანებული სამეფო | 3,122 | 2,224 | 40% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია