Apple-მა, პირველად ბოლო 2 წელიწადში, ჩინეთის ბაზარზე გაფართოება ვერ შეძლო. ამ ბაზარზე 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის თებერვლამდე iOS მომხმარებელთა რაოდენობა 3,2%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში Android-მოწყობილობების წილი თითქმის ამდენითვე გაიზარდა და 76,4% შეადგინა.
ცოტა ხნის წინ Huawei-მ, ახალი ფლაგმანური ტელეფონის გაყიდვების შედეგად, ბაზრის 24,4% დაიკავა და ჩინეთში წამყვან ბრენდად იქცა. Apple-ი 22.2%–ით მეორე ადგილზეა.