აპრილში კომერციული ბანკების მოგება 22 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში კომერციული ბანკების მოგება 22 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 60 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22 მლნ ლარით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე. აპრილში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5.3 მლნ ლარი გადაიხადეს.

აპრილში ბანკების შემოსავლებმა 337 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 264 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 73 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ბანკების მოგება 294 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-აპრილის მოგებაზე 1.2 მლნ ლარით (0.4%-ით) ნაკლებია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში