საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ოთხი თვის (იანვარ-აპრილის) საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, 2016 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.