აპრილში საქართველოში 29.7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

აპრილში საქართველოში 29.7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, 2016 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 29.7%-ით გაიზარდა. 2016 წლის აპრილში 171 656 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის აპრილში 222 622. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აპრილში 10.2%-ით გაიზარდა და ჯამში 510 594 ვიზიტორი შეადგინა.

იანვარ-აპრილში 26.9%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 736 265. ვიზიტორების რაოდენობა კი 11.1%-ით გაიზარდა და ჯამში 1 776 719 ვიზიტორი შემოვიდა.

აპრილში ყველაზე მეტი (119 609) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 113 306 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 93 738 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს 86 495 ვიზიტორით.