საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, 2017 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2017 წლის აპრილში 222 556 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აპრილში 278 032.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აპრილში 17%-ით გაიზარდა და ჯამში 596 703 ვიზიტორი შემოვიდა.
აპრილში ყველაზე მეტი (125 087) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი 124 062 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 121 126 ვიზიტორით.
ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ტურისტების რაოდენობა 27%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | აპრილი, 2018 | ზრდა % |
აზერბაიჯანი | 125,087 | 10.4% |
რუსეთი | 124,062 | 43.4% |
თურქეთი | 121,126 | 29.2% |
სომხეთი | 111,353 | -6.9% |
ირანი | 20,431 | 98.5% |
უკრაინა | 14,069 | -6.7% |
ისრაელი | 13,222 | 28.0% |
პოლონეთი | 5,709 | 37.3% |
ინდოეთი | 4,663 | 1.3% |
გერმანია | 4,311 | 5.5% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია