მარტში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი -36-მდე შემცირდა. აღნიშნულ ინდექსი ეკუთვნის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის კვლევით ცენტრს. ინდექსი ასახავს, თუ რამდენად ოპტიმისტურად/პესიმისტურად არის საქართველოს მოსახლეობა განწყობილი არსებული ეკონომიკური სიტუაციის და მომავალი ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.
მომხმარებელთა ნდობის ინდექსმა გაურესება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, -13.7-დან -36-მდე შემცირდა. რაც შეეხება მომხმარებელთა მოლოდინებს, მარტში ის ორი პუნქტით გაუმჯობესდა და -26.6-ს მიაღწია. ხსენებული შედეგები გვაჩვენებს, რომ მომხმარებელთა ნდობა სტაბილურდება გარკვეულ დაბალ დონეზე.
მომხმარებელთა ნდობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან მას გავლენა აქვს როგორც მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე მომავალ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.