დღეს ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 27 დოლარია. ბოლო პერიოდში, მიმდინარე კვირის დასაწყისამდე, ნავთობის ფასს ზრდის ტენდენცია ჰქონდა და 26 დოლარიდან 34 დოლარამდე ამაღლდა. თუმცა, 2 დღის წინ ფასმა ისევ შემცირება დაიწყო. ფასების შემცირების ძირითადი მიზეზი 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნის შემცირების პროგნოზი გახდა. ამასთან იზრდება აშშ-ის ნავთობის მარაგები. ჩინეთის საფონდო ბირჟის ინდექსი (შანხაის ინდექსი) კი შემცირებას განაგრძობს.
ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად მცირდება დოლარის გაცვლითი კურსის ინდექსი (დოლარი უფასურდება), რასაც ძირითადად დოლარის ევროს მიმართ გაუფასურება განაპირობებს.