ბილ გეითსი: სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ვაპირებ

ბილ გეითსი: სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ვაპირებ

რამდენიმე დღის წინ ბილ გეითსი მიუჯდა თავის კომპიუტერს და მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა სოციალურ ქსელ reddit-ის მომხმარებელთა კითხვებს.

გეითსის  მეტსახელი იყო thisisbillgates და მისი კითხვა-პასუხის სესია იწყებოდა სიტყვებით: „გამარჯობა Reddit, მე ბილ გეითსი ვარ, „ბილ და მელინდა გეითსების ფონდის“ თანათავმჯდომარე და Microsoft-ის დამფუძნებელი. მკითხეთ, რაც გინდათ.“

გთავაზობთ reddit-ის რამდენიმე მომხმარებლის კითხვას და ბილ გეითსის პასუხებს:

reddit-ის მომხმარებელი: რა განსხვავებაა 20 წლის წინანდელ და დღევანდელ ბილ გეითს შორის?

ბილ გეითსი: 20 წლის წინ შემეძლო რამდენიმე დღე ზედიზედ არ გამოვსულიყავი სამსახურიდან და არც მეფიქრა ამაზე, ვიყავი ენერგიული და გულუბრყვილო. დღეს, იმედია, უფრო მომწიფებული ვარ და ოდნავ მეტად დაბრძენებული.

reddit-ის მომხმარებელი: გეგმავთ თუ არა სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებას? გულწრფელად.

ბილ გეითსი: არა, არ ვგეგმავ. ბევრი ფიქრობს ამის შესახებ, მაგრამ მე არ მომინდება გავიხანგრძლივო დარჩენილი რამდენიმე წელი, თუ ადამიანების უმრავლესობა იგივეს არ გააკეთებს.

reddit-ის მომხმარებელი: რომ არა კომპიუტერები და შემდგომში Microsoft-ის დაფუძნება, როგორ ფიქრობთ რას გააკეთებდით?

ბილ გეითსი: შესაძლოა იურისტი ან მათემატიკოსი ვყოფილიყავი. მამაჩემი იურისტი იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბოლოს ფიზიკით ან კომპიუტერული მეცნიერებით დავკავდებოდი.

reddit-ის მომხმარებელი: რომელი სმარტფონით და/ან ტაბლეტით სარგებლობთ?

ბილ გეითსი: მე ვსარგებლობ Surface 2 PRO-თი (Microsoft-ის ტაბლეტი), რომელიც ძალიან მადგება.

reddit-ის მომხმარებელი: თქვენი ფინანსური რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 100 ათას დოლარზე ნაკლებია?

ბილ გეითსი: დააბანდეთ ფული თქვენს განათლებაში.

ბილ გეითსის AMA სრულად.

Photo by Reddit.