ბიზნესი და ინტერნეტი - რა მიზნით იყენებენ საწარმოები საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს

ბიზნესი და ინტერნეტი - რა მიზნით იყენებენ საწარმოები საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს

საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 17,5% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევას სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 98.6%-ს 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 32,1% და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 29,0%.

საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 17,5% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

slide5

საწარმოებში დასაქმებულთა 44,4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 40,3%-ით.

slide6

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 38,5%, ხოლო საწარმოთა 51,5% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (24,4%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (22,5%).

slide7