2016 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 14 მილიონი ლარით შემცირდა. 2015 წლის მარტთან შედარებით, 2016 წლის მარტში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 380 მილიონი ლარითაა შემცირებული.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის მარტში 0.6 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 679 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 71.8% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.2% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.3 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.6%-ია, ერთი წლის წინ 4.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 9%-ია, ერთი წლის წინ 7.4% იყო.