2018 წლის 29 იანვარს ერთი ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 66.5 დოლარი იყო. მას შემდეგ 9%-ით გაიაფდა და დღეს ერთი ბარელი ნავთობი 60.5 დოლარი ღირს.
ნავთობის ფასის კლებას ძირითადად დოლარის გამყარება და ბოლო პერიოდში, საფონდო ბირჟებზე არსებული მნიშვნელოვანი ვარდნა განაპირობებს. 26 იანვრის შემდეგ დოუ ჯონსის ინდექსი 10.4%-ით შემცირდა, რაც ბოლო 3 წელიწადში აღნიშნული ინდექსის შემცირების ყველაზე სწრაფი ტემპია. ამასთან, როდესაც დოლარი მყარდება, ნავთობექსპორტიორებს შეუძლიათ უფრო ნაკლებ ფასში (დოლარში გამოხატულ) გაყიდონ ნავთობი და ეროვნულ ვალუტაში მაინც იგივე ან მეტი შემოსავალი მიიღონ.
ნავთობზე ფასის ვარდნის მიზეზად სახელდება კრიპტოვალუტებზე ფასის და მოთხოვნის შემცირებაც, რადგან კრიპტოვალუტების გამომუშავება ელექტროენერგიას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ნავთობის მოხმარებაზეა დამოკიდებული.