ექსპერიმენტული თვითმფრინავი Solar Impulse 2 რეკორდებს ამყარებს

ექსპერიმენტული თვითმფრინავი Solar Impulse 2 რეკორდებს ამყარებს

ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა, Solar Impulse 2, რომელიც ფრენისთვის მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს, დედამიწის გარშემო მოგზაურობის ფარგლებში ფენიქსიდან (არიზონა) ტალსუმდე (ოკლაჰომა) იფრინა. თვითმფრინავი ჰაერში 18 საათის და 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. Solar Impulse 2-ის საჭესთან პილოტი ბერტრან პიკარი იმყოფებოდა და მან 1570 კილომეტრი დაფარა.

“ახლა ნიუ იორკამდე უნდა გადავფრინდეთ რაც შეიძლება მალე და ველით შესაბამის ამინდს, რომ გადავკვეთოთ ატლანტიკის ოკეანე”, – აღნიშნავენ ფრენის ორგანიზატორები. 

პროექტის ორგანიზატორები გეგმავენ დაამყარონ რეკორდი ფრენის ხანგძლივობაში მზის ელემენტებზე. Solar Impulse 2 17 ათასი მზის ელემენტით არის აღჭურვილი. თვითმფრინავის წონა 2,3 ტონას აღწევს, სიგრძეში კი  72 მეტრია.