საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 7 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფათ აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს – 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა. აგვისტოს მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის ინფლაცია 0.9%-ია, როდესაც ეროვნულ ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ია.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.