საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 15 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 50 საბაზისო პუნქტით, 7.0%-მდე, შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფათ აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს – 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში რეფინანსირების სესხები 780 მლნ ლარიდან 400 მლნ ლარამდე შემცირდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.