Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.
პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.
წარმოგიდგენთ რჩეულებს ფინანსების სფეროში:
ვახტანგ გოგოხია, 29
Golden Fleece, დამფუძნებელი.
შალვა დაუშვილი, 28
Georgia Capital, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.
ლუკა კალანდარიშვილი, 25
EBRD, ანალიტიკოსი.
გიორგი კეთილაძე, 27
Georgia Capital, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
ნინი კვირიკაშვილი, 24
BGEO Group PLC, ინვესტიციების ანალიტიკოსი.
თორნიკე კორძაია, 28
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, უფროსი წამყვანი სპეციალისტი.
გიგა მეხრიშვილი, 26
საქართველოს ეროვნული ბანკი, უფროსი ზედამხედველი.
დავით ფაღავა, 28
BDO, კორპორაციული ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი.
შოთა ცისკარიშვილი, 24
თიბისი დაზღვევა, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.
ნიკოლოზ ხატიაშვილი, 28
თიბისი ბანკი, უფროსი ანალიტიკოსი.
———-
ფინანსური სფეროს ჟიური:
ალექსი ხოროშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.
პაატა ღაძაძე, თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
———-
ფოკუსში: დავით ფაღავა, 28. BDO. კორპორაციული ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი.
შეიძლება ითქვას, რომ ფინანსების სფეროში ქართველი ახალგაზრდების ბუმია – ამ მხრივ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე. სწორედ ასეთია ჩვენი ერთ-ერთი კანდიდატი დავით ფაღავა, რომელიც, გარდა შთამბეჭდავი პორტფოლიოსი, გულწრფელი ახალგაზრდული შემართებით გამოირჩევა.
დავითი ამჟამად აუდიტორულ და ბიზნეს- საკონსულტაციო კომპანია BDO Georgia-ში კორპორაციული ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს. მის კარიერას ზურგს ბიზნესადმინისტრირების დოქტორის წოდება უმაგრებს – მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმეში აკადემიური მხარე.
დავითის თქმით, მისი საქმიანობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, საწინააღმდეგოდ სტერეოტიპისა, რომ ფინანსების სფერო რუტინული და ერთგვაროვანია. სხვადასხვა გამოწვევა საშუალებას აძლევს, მუდმივად განვითარდეს, ჰქონდეს მოტივაცია და, როგორც თვითონ ამბობს, “მუდმივი პროფესიული ტონუსი” შეინარჩუნოს.