23 დეკემბერს, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის ქართული გამომცემლობამ, Forbes Georgia-მ 2018 წელი შეაჯამა და წარმატებული ბიზნესები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:
• Forbes Woman
• Forbes Partner
• Forbes Startup
• Forbes Social Impact
• Forbes Entrepreneur
2018 წლის Forbes Woman საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი, ირმა ხეცურიანი გახდა.
Forbes Partner 2018-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია “დირსი“ და მისი დირექტორი, ბესო ჯიქურაული დასახელდა.
Forbes Startup 2018-ის ნომინაციაში კომპანია Palatine Analytics-მა და მისმა გენერალური დირექტორმა, არჩილ ჭიშვილმა გაიმარჯვა.
“Forbes Social Impact 2018“-ის ჯილდო “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსებისთვის, “სილქ როუდ ჯგუფს”, კომპანია “სილქნეტს” და გიორგი რამიშვილს გადაეცა.
Forbes Entrepreneur 2018 კი კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონია მულტიფუნქციურ კომპლექს “რესპუბლიკაში” გაიმართა და ის “ფორბსის” მთავარ რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს მიჰყავდა. ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს ეროვნული ბალეტის, “სუხიშვილების“ წარმოდგენა შედგა.
Forbes Georgia-ს ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი შარშან, 2017 წელს ჩაეყარა.
ჟურნალი 20-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა საქართველოში 2011 წელს დაფუძნდა.
Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესჟურნალის, ForbesMedia N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს “Media Partners” Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.