საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6%-ით (278 მლნ ლარით) მეტია 2017 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა ძირითადად საშემოსავლო გადასახადიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა. შემცირდა მოგების, აქციზის და სხვა გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები, ჯამში 154 მლნ ლარით.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად (იანვარ-მაისში 6.1%-ია) ფასების დონის მატებაც განაპირობებებს (მშპ-ის დეფლატორი). საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში მშპ-ის ფასები (დეფლატორი) 4.3%-ით გაიზარდა.
ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მლნ ლარი | 2017 | 2018 | ზრდა | |
იანვარი-ივნისი | იანვარი-ივნისი | მლნ | % | |
გადასახადები სულ | 4,748 | 5,026 | 278 | 6% |
დამატებული ღრებულების გადასახადი | 1,915 | 2,152 | 237 | 12% |
საშემოსავლო გადასახადი | 1,461 | 1,621 | 160 | 11% |
აქციზი | 661 | 654 | (7) | -1% |
მოგების გადასახადი | 490 | 397 | (93) | -19% |
ქონების გადასახადი | 284 | 313 | 29 | 10% |
საბაჟო გადასახადი | 34 | 38 | 4 | 12% |
სხვა გადასახადები | (96) | (150) | (54) | 56% |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა