საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 4.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 14%-ით (590 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა ძირითადად საშემოსავლო გადასახადიდან, აქციზიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა. თუმცა, შემცირებულია სხვა გადასახადებიდან შემოსავალი, რაც მეთოდოლოგიური ცვლილებითაა განპირობებული, 2016 წელს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილი სხვა გადასახადების მუხლში აისახებოდა.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად (იანვარ-მაისში 4.5%-ია) ფასების დონის მატებაც განაპირობებებს (მშპ-ის დეფლატორი). საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში მშპ-ის ფასები (დეფლატორი) 5.6%-ით გაიზარდა, როცა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ფასების 4%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.
ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მლნ. ლარი | 2016 | 2017 | ზრდა |
იანვარი-ივნისი | იანვარი-ივნისი | ||
გადასახადები სულ | 4158 | 4748 | 590 |
საშემოსავლო გადასახადი | 1060 | 1461 | 401 |
მოგების გადასახადი | 510 | 490 | -20 |
დამატებული ღრებულების გადასახადი | 1477 | 1915 | 438 |
აქციზი | 493 | 661 | 168 |
საბაჟო გადასახადი | 33 | 34.4 | 1.4 |
ქონების გადასახადი | 259 | 284 | 25 |
სხვა გადასახადები | 326 | -96 | -422 |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა