2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 189 მლნ დოლარით გაიზარდა და 15.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხების და ბანკების ვალის მატებამ განაპირობა. ასევე, 91 მლნ დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი.
31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 110%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
სექტორები | 2014 | 2015 | 2016 | 2017, მარტი |
სამთავრობო სექტორი | 4 250 | 4 385 | 4 675 | 4 766 |
ეროვნული ბანკი | 252 | 219 | 200 | 198 |
ბანკები | 2 683 | 2 957 | 3 129 | 3 225 |
სხვა სექტორები | 3 587 | 4 521 | 5 060 | 4 942 |
პირდაპირი ინვესტიციები: | 3 074 | 3 013 | 2 404 | 2 525 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13 846 | 15 095 | 15 467 | 15 656 |