2017 წლის იანვარში წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 18 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 97 მლნ დოლარით შემცირდა. 2016 წლის იანვართან შედარებით, 2017 წლის იანვარში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 678 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 291 მლნ დოლარით.
იანვარში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 72.5% შეადგინა. დეკემბერში დოლარიზაცია 72.4%, ხოლო ერთი წლის წინ 72.3% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 13.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.1 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2017 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.0%-ია, ერთი წლის წინ 3.8% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.7% იყო.