იაპონური სატელეკომუნიკაციო კომპანია SoftBank-ი დათანხმა შეიძინოს ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ი. გარიგების ღირებულება $31 მილიარდია – ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც აზიურ კომპანიებს ბრიტანეთში განუხორციელებია. Reuters-ის ცნობით, გარიგება უმსხვილესია თავად SoftBank-ისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანია ARM Holdings-ის აქციებში 40%-ით მეტს გადაიხდის, პარასკევს ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. ინფორმაციის გავრცელებამ კი ბრიტანული კომპანიიის აქციების ფასის 45%-იანი ზრდა გამოიწვია.