ივლისში ფულადი გზავნილები 19 პროცენტით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 19 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის ივლისში 2017 წლის ივლისთან შედარებით 19%-ით (23 მლნ დოლარით) გაიზარდა. ივლისში სულ 144 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს ივლისში საქართველოში 144 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

იანვარ-ივლისში, ჯამში, 888 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 18.5%-ით (139 მლნ დოლარით) მეტია.

ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

მაისი, 2017

მაისი, 2018

ზრდა

საბერძნეთი

10.7

15

4.3

იტალია

12

16.3

4.3

ისრაელი

10.5

13.4

2.9

აშშ

12.7

14.9

2.2

წყარო: ეროვნული ბანკი