საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში (იანვარ-ივლისში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.5%-ია.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს (რაც სავარაუდოდ ახლო მომავალში გადაიხედება და ამაღლდება). საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა