ივლისში საქართველოში 33 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

ივლისში საქართველოში 33 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, 2016 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა. 2016 წლის ივლისში 390 698 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ივლისში 519 349. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივლისში 28.5%-ით გაიზარდა და ჯამში  982 487 ვიზიტორი შეადგინა.

იანვარ-ივლისში 30%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 1 829 331. ვიზიტორების რაოდენობა კი 17%-ით გაიზარდა და ჯამში 3 978 657 ვიზიტორი შემოვიდა.

ივლისში ყველაზე მეტი (219 145) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე სომხეთია 209 098 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია 190 621 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 141 270 ვიზიტორით.

ცხრილი: 20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა 

ქვეყანა

2017: ივლისი

2016: ივლისი

ცვლილება%

რუსეთი

219 145

136 630

60.4%

სომხეთი

209 098

166 778

25.4%

აზერბაიჯანი

190 621

167 536

13.8%

თურქეთი

141 270

140 409

0.6%

ირანი

44 772

24 091

85.8%

უკრაინა

26 171

22 496

16.3%

ისრაელი

17 219

13 187

30.6%

საუდის არაბეთი

16 885

4 777

253.5%

ყაზახეთი

11 272

9 849

14.4%

ბელარუსი

9 704

6 763

43.5%

პოლონეთი

7 872

7 283

8.1%

აშშ

7 404

4 477

65.4%

გერმანია

7 155

5 383

32.9%

ომანი

5 016

3 845

30.5%

ინდოეთი

3 815

3 778

1.0%

ქუვეითი

3 468

1 131

206.6%

საბერძნეთი

3 419

3 072

11.3%

გაერთიანებული სამეფო

3 394

2 533

34.0%

არაბთა გაერთიანებული საემიროები

3 347

4 575

-26.8%

საფრანგეთი

3 136

2 353

33.3%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია